პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობებზე ასარჩევად ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურები წარუდგინა.
23 თებერვალს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ,,ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს, რადგან მისი შეფასებით, ცვლილებები „არც საჭირო, არც საჩქარო და არც არგუმენტირებულია!”
მაშინ პრეზიდენრმა განაცხადა, რომ მუშაობდა პარლამენტისთვის ეროვნული ბანკის საბჭოს ორი წევრის კანდიდატურის წარსადგენად.
13 ივნისს პარლამენტმა ეროვნული ბანკის შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.
ცვლილებებით, ეროვნული ბანკის საბჭოში ახალი აღმასრულებელი თანამდებობის პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღება ხდება. ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას შეასრულებს.