რუსმა ოკუპანტებმა დუშეთის სოფელ იძისიდან საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დღეს, 15 სექტემბერს, დუშეთის სოფელი ოძისის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველო მოქალაქე დააკავეს.

სუს-ის განცხადებით:

„ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სრახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშოისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას”.