ენმ მოითხოვს ღარიბაშვილის, კალაძის და ფარცახალაძის წინააღმდეგ პროკურატურამ გამოძიება დაიწყოს

პუბლიკა

„ჩვენ მუდმივად ვსაუბრობდით იმაზე, რომ დღეს ხელისუფლებაში იმყოფება დანაშაულებრივი ბანდა, რომელიც ძარცვავს საქართველოს მოსახლეობას” – ამბობს „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბოტკოველი.

დღეს „ნაციონალურმა მოძრაობამ” ბრიფინგი გამართა სადაც ბოტკოველმა  განაცხადა:

„ჩვენ ვნახეთ კონკრეტული ფაქტები გუშინ საგამოძიებო ჟურნალისტების მხრიდან მოწოდებული, ნოდარ მელაძის შაბათის გადაცემაში, სადაც დასტურდება თუ როგორი დამნაშავეა ირაკლი ღარიბაშვილი, კახი კალაძე, რა ბიზნეს აქტიურობას და რა ბიზნეს რეკეტს ეწევა ფარცხალაძე, რომელიც დღეს უკვე არის რუსეთის მოქალაქე და დანაშაულებრივად აქვს შენარჩუნებული საქართველოს მოქალაქეობას სწორედ მთავარი ჯაშუშის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით”.

„ნაციონალური მოძრაობა” მოითხოვს  ამ ფაქტებთან დაკავშირებით პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება როგორც ოთარ ფარცხალაძეზე, ისე ირაკლი ღარიბაშვილზე და კახი კალაძეზე – “რომლებიც საქართველოში ქართველი ხალხის ფულით, ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ იწყობენ საკუთარ კომფორტს და ეწევიან დანაშაულებრივ საქმიანობას.“