დღეს სასულიერო პირები ქალაქის ქუჩებს აკურთხებენ. ამის შესახებ „პუბლიკას“ საპატრიარქოში დაუდასტურეს. დეკანოზ ანდრეა ჯაღმაიძის თქმით, 12 საათზე სამების საკათედრო ტაძარში წყლის კურთხევის ცერემონია იქნება, ამის შემდეგ კი დაიწყება მსვლელობა და ქუჩების კურთხევა.
როგორც საპატრიარქოში ამბობენ, სამღვდელოების მიერ „იკურთხება და ისხურება ქალაქის ძირითადი ქუჩები”.
საქართველოს საპატრიარქომ კვირას კორონავირუსთან დაკავშირებულ რეგულაციებსა და რეკომენდაციებზე განცხადება გაავრცელა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ სამოქალაქო პასუხისმგებლობა ავალდებულებს საპატრიარქოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის მითითებების გათვალისწინებას. თუმცა, განცხადებაში არ არის ნათქვამი, რომ საერთო კოვზით ზიარების წესი შეიცვლება. ეკლესიის რეკომენდაციაა მხოლოდ ზიარების შემდგომ სასმელის საკუთარი ან ერთჯერადი ჭიქით მიღება.