ხულოს მუნიციპალიტეტში კაცი ბეტონის საამქროში დაიღუპა

პუბლიკა

ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაშლოვანში კაცი ბეტონის საამქროში დაიღუპა. ინფორმაციას შსს ადასტურებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ერთ-ერთ გადამამუშავებელ დანადგარში მოყვა. შემთხვევა გუშინ, 23 სექტემბერს მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.