სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი, აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ სანქცირებული ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საკითხს აპარატი არ სწავლობს, რადგან გამოძიების არაეფექტიანობის ან უფლებების შელახვის შესახებ მიმართვა არ მიუღია.
„ჩვენთვის არცერთ მხარეს არ მოუმართავს გამოძიების ეფექტიანობასთან დაკავშირებით. თუ ასეთი მომართვა იქნება და დადასტურდება ვინმეს უფლების შელახვა, ბუნებრივია, ამ საქმის შესწავლას დავიწყებთ.
ამ ეტაპზე ჩვენ ამ საქმეს არ ვსწავლობთ, უბრალოდ, როგორც რიგითი მოქალაქე თვალყურს ვადევნებთ. თუ იქნება დაინტერესებული მხარე და შემოიტანს განცხადებას, რომელშიც ისაუბრებს მისი უფლების დარღვევის შესახებ, ბუნებრივია, ჩვენ ამ საკითხს შევისწავლით“, – განაცხადა იოსელიანმა,