ზურაბიშვილი ლიეტუვის პრეზიდენტს გიტანას ნაუსედას შეხვდა

პუბლიკა

ზურაბიშვილი ლიეტუვის პრეზიდენტს გიტანას ნაუსედას შეხვდა.

ამით ზურაბიშვილმა დაასრულა ბალტიის ქვეყნებში ვიზიტები. ლიეტუვამდე  ზურაბიშვილი ესტონეთსა და ლატვიაში შეხვდა პირველ პირებს.

„მნიშვნელოვანი შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან, საქართველოს დიდი ხნის მეგობარსა და მოკავშირესთან. ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოსათვის ამ გადამწყვეტ მომენტში, თქვენი ურყევი მხარდაჭერა ფასდაუდებელია. ლიეტუვა ყოველთვის მტკიცედ იდგა საქართველოს გვერდით. მადლობა თქვენი მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის”,- ზურაბიშვილმა შეხვედრის შემდეგ „ტვიტერის” ანგარიშზე დაწერა.

„ქართულმა ოცნებამ” სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 1 სექტემბერს გამოაცხადა. „ოცნებამ” საკონსტიტუციო სასამართლოს გადაუგზავნა პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო წარდგინება, სადაც „ოცნება” მიუთითებს, რომ ზურაბიშვილმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, როცა შეხვედრები და ვიზიტები უცხო ქვეყნის ლიდერებთან, მთავრობის უარის მიუხედავად მაინც გამართა.

საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის წინააღმდეგ კონსტიტუციური წარდგინების არსებითი განიხილვას იწყებს. ზეპირი მოსმენა 3 ოქტომბერს, 12:00 საათზე, წარდგინების ავტორთა და საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობით გაიმართება.