საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ბოლო ცნობებით, შეიარაღებული თავდასხმის დროს ღაზის სექტორის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს 4 მოქალაქე იმყოფებოდა. ამ დროისათვის ოთხივე მათგანი უსაფრთხო ადგილასაა.
მათივე ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია გადამოწმდა როგორც ისრაელის მხარესთან, ასევე ხსენებული ოთხი პირიდან ერთ-ერთთან კომუნიკაციის შედეგად.
„რაც შეეხება ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ფოტომასალას, მიმდინარეობს ავთენტურობის დადგენა და ვიდრე არ გაირკვევა დეტალები, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან გთხოვთ თავი შეიკავოთ“, – აცხადებს უწყება.
საქართველოს საელჩოში ამოქმედებულია ცხელი ხაზი:
+972 526 919092;
+972 528 888513;
+972 547 386813