2024-2025 წლის სასწავლო წლისთვის რუსულ უნივერსიტეტებში ფედერალური ბიუჯეტიდან დაფინანსებული კვოტით ჩასარიცხად საქართველოდან განაცხადი 100-მდე აბიტურიენტმა წარადგინა.
ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია „ტასსი“ საქართველოში რუსეთის ინტერესების სექციის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ქართველი აბიტურიენტებისთვის ორასი კვოტაა გამოყოფილი და აბიტურიენტებს ძირითადად მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში სურთ სწავლა.