ირანის ელჩი საქართველოში პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტზე სიტყვით გამოსვლას ითხოვს, მაჰმუდ აბიდმა თხოვნით პარლამენტის თავმდჯომარეს, შალვა პაპუაშვილს მიმართა.
„სამართლიანობისა და დიპლომატიური სულისკვეთებით, მე შალვა პაპუაშვილს ოფიციალურად ვთხოვე თანაბარი შესაძლებლობა, მივმართო საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს. აუცილებელია განვმარტოთ ჩვენი პოზიცია ისრაელის რეჟიმის ელჩის ცრუ ბრალდებების შემდეგ”. – დაწერა ირანის ელჩმა twitter-ზე.
ელჩი წერს, რომ კატეგორიულად გმობს „სიონისტური რეჟიმის ელჩის უსაფუძვლო ბრალდებებს ირანის წინააღმდეგ”. მაჰუდ აბიდი გულისხმობს ისრაელის ელჩის, ჰადას მეიცადის გამოსვლას 12 ოქტომბერს საგარეო საქმეთა კომიტეტზე, საიდანაც ისრაელის ელჩმა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპული ადამიანების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს თავდასხმა მიმართულია იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რისიც სჯერა ისრაელს, საქართველოს, აშშ-ს და დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროს.
In the spirit of fairness and diplomacy, I’ve formally requested @shpapuashvili an equal opportunity to address the Foreign Relations Committee.
It’s essential to clarify our stance after false accusations were made by the Ambassador of the Israeli regime. https://t.co/nvJFwMrT7r— Mahmoud Adib (@AmbassadorAdib) October 13, 2023
„კატეგორიულად ვგმობ სიონისტური რეჟიმის ელჩის მიერ საქართველოს პარლამენტში ნათქვამ უსაფუძვლო ბრალდებებს ირანის წინააღმდეგ. ირანი მხარს უჭერს პალესტინის უფლებებს მაგრამ არაა ჩართული მათ საპასუხო მოქმედებებსა და ეს ქმედებები სრულად გადაწყვეტილია თავად პალესტინელების მიერ. ასევე ველით, რომ საქართველო, ოკუპაციის ხანგრძლივი მოწინააღმდეგე, დადგება პალესტინელი ხალხის გვერდზე მათ მიერ თავისუფლების, სამართლიანობისა და მათი მიწის ოკუპაციის დასრულების მოთხოვნაში”. – წერს მაჰმუდ ადიბი.
12 ოქტომბერს ჰადას მეიცადი, ისრაელის ელჩი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და ისრაელში მიმდინარე მოვლენების აღწერასთან ერთად, ხაზი გაუსვა, იმას რომ ჰამასის თავდასხმაზე ირანია პასუხისმგებელი.
„ჰამასი ამ თავდასხმას ვერ განახორციელებდა დაფინანსების და ხელშეწყობის გარეშე ირანიდან. ირანს პირდაპირი ვალდებულება აკისრია ჰამასის შესაძლებლობებზე. ირანი შეიარაღებას აწვდიდა და აწვდის ჰამასს, უტარებდა მათ წვრთნებს, რომ ადამიანის მკვლელი უნარები გაეძლიერებინათ”, – თქვა ისრაელის ელჩმა კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას.