მომდევნო ორი კვირის განმავლობაში საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა შემოსვლა აიკრძალა. პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, 18 მარტიდან საქართველოში შემოსვლა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ.
გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ კორონავირუსთან ბრძოლისთვის შექმნილ საკოორდინაციო საბჭოზე მიიღეს. როგორც პრემიერის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, საქართველოს მოქალაქეებს, თუ ექნებათ სურვილი, დაბრუნდნენ სამშობლოში, შეუძლიათ ისარგებლონ ავიარეისებით, რომელსაც ახორციელებს „საქართველოს ავიახაზები“ ან „თურქეთის ავიახაზები“.