როგორც ჩანს, ქალბატონი სალომე ძალიან მოწყენილია - ღარიბაშვილი პრეზიდენტზე

პუბლიკა

როგორც ჩანს, ქალბატონი სალომე ძალიან მოწყენილია, იმიტომ, რომ მას უმთავრდება პრეზიდენტობის ვადა და უნდა პოლიტიკაში დარჩენა, – უთხრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს ბრიუსელში.

ღარიბაშვილის თქმით, „მისი შეთანხმებული მოქმედებები ოპოზიციასთანაც მხოლოდ ამას ადასტურებს”.

„მე ასე ავხსნიდი, რომ ყველაფერი უკავშირდება მის ამ სურვილს, რომ უნდა დარჩენა პოლიტიკაში, მისი აფილიაცია, კოორდინაცია და შეთანხმებული მოქმედებები ოპოზიციასთანაც მხოლოდ ამას ადასტურებს, მე მეტი კომენტარის კეთება აღარ მსურს, ჩვენ ძალიან ბევრი საქმე გვაქვს, მინდა ყველას წარმატებები ვუსურვო“, – თქვა პრემიერმა.