ჩხოროწყუში, ლუგელას ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია - საგანგებო

პუბლიკა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ჩხოროწყუში, ლუგელას ხეობაში მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

უწყების ცნობით, ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართული იყო 150-მდე მეხანძრე-მაშველი, დრონები და ორი ვერტმფრენი.

„ამ დროისათვის, ცეცხლის ღია კერები აღარ შეინიშნება და მეხანძრე-მაშველების მიერ მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების წერტილოვანი დამუშავება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ხეობაში ხანძრის შესახებ ინფორმაცია 1 ნოემბერს გავრცელდა.