სოფელ კირბალთან რუსი ოკუპანტების სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა - სუსი

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს განცხადებას, რომლის მიხედვით, რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნუციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლეს, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი საქართველოს მოქალაქე.

„2023 წლის 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მაცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დაკავებულ იქნა ერთი მოქალაქე.
მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით, “- ნათქვამია სუსის განცხადებაში.

„ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერმა დავით ქაცარავა ამბობს, რომ დაღუპული საქართველოს მოქალაქე ადგილობრივია და ის ლომისის ეკლესიის მიმდებარედ იმყოფებოდა.