შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყეს.
„გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. სამართალდამცველები ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ, “- ამბობენ შსს-ში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნუციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლეს, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი საქართველოს მოქალაქე, მეორე კი გაიტაცეს.