რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
კრამონი წერს, რომ „ბოროტებას მხოლოდ ერთად დგომით დავამარცებთ”.
„რუსეთი კლავს. ის კლავს უკრაინაში, სირიაში და რა თქმა უნდა, საქართველოში. საქართველოს აქვს რუსული ოკუპაციის 200-წლიანი გამოცდილება, რათა იცოდეს, რომ მჩაგვრელის დამშვიდება არასოდეს მუშაობს. ბოროტებას მხოლოდ ერთად დგომით დავამარცხებთ. ვუსამძიმრებ რუსეთის კიდევ ერთი მსხვერპლის ოჯახს“, – წერს ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელში.
Russia kills. It kills in Ukraine, Syria &, of course, in Georgia.
?? has 200 years of experience under ??occupation to know that appeasing a bully never works. Only by standing together against evil can we defeat it. My condolences to the family of yet another victim of ?? https://t.co/fbM7nZACPU— Viola von Cramon ???? (@ViolavonCramon) November 6, 2023
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსულმა საოკუპაციო ძალებმა საქართველოს 1 მოქალაქე მოკლეს, 1 კი დააკავეს.