ზახაროვა გინტურის მკვლელობაზე: გაოგნებული ვართ ევროკავშირის პოზიციით

პუბლიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ ევროკავშირის მხრიდან პოლიტიზებულია თამაზ გინტურის მკვლელობაში რუსეთის დადანაშაულება.

„გაკვირვებული ვართ ევროკავშირის ასეთი პოზიციით; მათ უგულებელყვეს ოსური მხარის აშკარა ფაქტები და დეტალური განმარტებები. ყველაზე შოკისმომგვრელი ის არის, რომ ბრიუსელი უაპელაციოდ ცდილობს მომხდარზე პასუხისმგებლობის რუსეთზე გადატანას. ეს არის პოლიტიზებული, ცალმხრივი, ყალბი შეფასებები“, – აცხადებს ზახაროვა.

6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსულმა საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ერთი მოქალაქე, თამაზ გინტური, მოკლეს, მეორე, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.