ამერიკის შეერთებული შტატები კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოს მხარდასაჭერად საგრანტო პროგრამას აცხადებს. აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ეს იქნება სწრაფი რეაგირების საგრანტო პროგრამა – ACT NOW, რომელიც USAID/Georgia-ს მეშვეობით განხორციელდება.
„გრანტების რაოდენობა $500-დან $5,000 დოლარამდეა და გაიწერება 3-დან 7 დღის განმავლობაში“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
საელჩოს განცხადებით, პროგრამა დაეხმარება ადგილობრივ ორგანიზაციებს, რომლებიც:
- მუშაობენ საქართველოში COVID-19-ის გავრცელების შემცირებაზე
- აუცილებელ დახმარებას უწევენ მაღალი რისკის ქვეშ მყოფ თემებს
- ხელს უწყობენ სექტორთშორის თანამშრომლობას ქვეყნის საპასუხო ძალისხმევის განსამტკიცებლად
- მაქსიმალურად ეფექტიანად მოქმედებენ COVID-19-ის კრიზისის სხვა მნიშვნელოვანი ასპექტების საპასუხოდ