საქართველოს საპატრიარქო სასულიერო პირებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ პირადი მოსაზრებების დაფიქსირებისგან ზიარების წესისი ცვლილებასთან დაკავშირებით.
„კორონავირუსის ეპიდემიის გამო, ზიარების პრაქტიკასთან და, საერთოდ, ეკლესიურ ცხოვრებასთან დაკავშირებით სასულიერო პირთა შორისაც აზრთა სხვადასხვაობა დაფიქსირდა. ყველას ვთხოვთ, თავი შეიკავონ პირადი მოსაზრებებისაგან და დაელოდონ საქართველოს ეკლესიის წმ.სინოდის სხდომას“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
სინოდის სხდომა ხვალ, 20 მარტს, 12:00 საათზე გაიმართება.