ახმეტაში, სოფელ ქისტაურში 79 წლის კაცს რკინის კონსტრუქცია დაეცა და ადგილზე დაიღუპა.
რკინის კონსტრუქცია ძლიერმა ქარმა მოგლიჯა.
კაცი სასწრაფო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.