კომპანია სამი ძმა: 2 დასახელების ბუშტის მავნებლობა დადასტურდა, პროდუქციას აღარ გავყიდით

პუბლიკა

სადღესასწაულო აქსესუარებისა და საკონდიტრო მასალების იმპორტიორი კომპანია „სამი ძმა” აცხადებს, რომ პროდუქციიდან 2 დასახელების ბუშტის იმპორტირება და გაყიდვა შეწყდა.

მიზეზი ლაბორატორიული კვლევებია ამ 2 პროდუქტის მავნებლობა დაადასტურა.

კერძოდ, კვლევის თანახმად, ნიტროზამინის მიგრაცია ელასტომერში აღემატება დასაშვებ ნორმას (<0,05მგ/კგ).

ნიტროზამინები კანცეროგენული, მუტაგენური ან რეპროდუქციისთვის ტოქსიკური CMR ნივთიერებაა, მასთან ხშირმა კონტაქტმა შესაძლოა გამოიწვიოს ბავშვის ორგანიზმის გამოუსწორებელი დაზიანება, როგორიცაა სიმსივნე, მუტაცია ან რეპროდუქციული მოწამვლა;

„სამი ძმა“ ასევე აცხადებს, რომ თუ ფოტოზე წარმოდგენილი პროდუქტი ვინმემ შეიძინა, შეუძლიათ, 9 მარტამდე კომპანიის ფილიალში დააბრუნონ.