თბილისი-სენაკი ლესელიძის გზაზე კვლავ მიწა ჩამოწვა

პუბლიკა

ძლიერი წვიმის შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 152-ე კმ-ზე ჩამოვიდა გაწყლოვანებული მიწის მასა.

ამის გამო აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია – ამ განცხადებას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და გზის წმენდა ინეტნსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს მოძრაობის სრულად აღდგენა” – ვკითხულობთ განცხადებაში.