საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რიცხვი 43 -მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში 1 გამოჯანმრთელებულია, კარანტინის რეჟიმში 1575 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 275 ადამიანი.
როგორც გუშინ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, ტესტირებაზე გადაგზავნილი იყო 15 ნიმუში.