ზესტაფონში სატვირთო მატარებლის ვაგონი დაიწვა. ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია, მაგრამ ცეცხლს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. როგორც „პუბლიკას“ შსს-ში უთხრეს, დაღუპული მატარებლის მექანიკოსია.
შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო. რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, ჩადენილს ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.