ზოომაღაზიები მუშაობას ჩვეულებრივ შეძლებენ

პუბლიკა

გუშინ კორონავირუსთან ბრძოლისთვის შექმნილ საკოორდინაციო საბჭოზე ახალი შეზღუდვების გადაწყვეტილება მიიღეს.

„ყველა სავაჭრო ობიექტი ქვეყნის მასშტაბით, გარდა სასურსათო მაღაზიების, სააფთიაქო და ბენზინგასამართი ქსელის, საფოსტო და საბანკო განყოფილებებისა უნდა იყოს დახურული, რომ ქვეყანაში სოციალური დისტანციის დაცვა უზრუნველვყოთ და მობილურობის ხარისხი შევზღუდოთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ სხდომის დასრულების შემდეგ.

თუმცა, მოქალაქეები, ვისაც ცხოველები ჰყავთ, მათთვის საკვების შეძენას ისევ შეძლებენ.

როგორც „პუბლიკას“ მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ვაჭრობაზე შეზღუდვა არ დაუწესდება ზოომაღაზიებს და, სურვილის შემთხვევაში, მუშაობის გაგრძელებას შეძლებენ.