საპატრიარქოში შემსვლელებს სიცხეს უზომავენ – სინოდის სხდომა იწყება

პუბლიკა

საქართველოს საპატრიარქოში დღეს სინოდის სხდომა უნდა გაიმართოს, სადაც, სავარაუდოდ, ზიარების წესის ცვლილებასთან დაკავშირებითაც იმსჯელებენ. სინოდის სხდომა 12 საათზეა ჩანიშნული. საპატრიარქოში უკვე იკრიბებიან საულიერო პირები და სინოდის წევრები.

საპატრიარქოში მისულ ადამიანებს სხეულის ტემპერატურას უზომავენ და ისე უშვებენ შენობაში. კადრებს „მთავარი არხი“ ავრცელებს. ასევე,  რკინის კონსტრუქციებით არის შემოსაზღვრული შენობის შესასვლელი.

გუშინ საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა და სასულიერო პირებს მოუწოდა, სინოდის სხდომამდე თავი შეეკავებინათ ზიარებასთან დაკავშირებით მოსაზრებების გამოთქმისგან.