Credit Suisse-ის წინააღმდეგ ივანიშვილის საქმეში გამოძიებამ ფულის გათეთრების მტკიცებულება ვერ იპოვა - Bloomberg

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესა და დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს Credit Suisse-ის წინააღმდეგ ფულის გათეთრების საჩივარი არ დაუკმაყოფილეს.

გამოცემა Bloomberg წერს, რომ გამოძიებამ ვერ იპოვა სამხილი, რომელიც ყოფილი ბანკირის, პატრიკ ლესკადრონის ან Credit Suisse-ის სხვა წარმომადგენლის მიერ ფულის სავარაუდო გათეთრებას დაადასტურებდა.

ფულის გათეთრების დავა შვეიცარიის უმსხვილესმა ბანკმა, UBS Group AG-მა „კრედიტ სუისისგან“ მემკვიდრეობით მიიღო, რადგან მან ბანკი მარტში შეიძინა. განხილვა წელიწად-ნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ყოფილ ბანკირს, პატრიკ ლესკადრონს ბრალად ხელმოწერებისა და კლიენტის ანგარიშის გამოწერების გაყალბება და ამის საფუძველზე ივანიშვილის ანგარიშებიდან მილიონების უკანონოდ გადარიცხვა.

Bloomberg-ის ცნობით, ივანიშვილის მხარე საქმის გასაჩივრებას გეგმავს.

„ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით მსჯელობას, რომელიც აიგნორებს მტკიცებულებებს, რომლითაც ჩანს კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერის მზადყოფნა, დამალოს და გაათეთროს მისი თაღლითობის შედეგად მიღებული შემოსავალი“, – მოყვანილია მასალაში ივანიშვილის წარმომადგენლის ციტატა.