მინისტრები, დეპუტატები, მოსამართლეები — ანტიკორუფციულის კომისია დეკლარაციებს სწავლობს

პუბლიკა

ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებელი კომისია 300-მდე მაღალჩინოსნის ქონებრივ დეკლარაციას სწავლობს. კომისია ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის ბრძანებით შეიქმნა. ბიუროს უფროსს, თავის მხრივ, პერმიერმინისტრი ნიშნავს.

უწყების ცნობით, 2024 წლის 12 იანვრის სხდომაზე კომისიამ მონიტორინგის მიზნებისათვის შეარჩია შესამოწმებელი თანამდებობის პირები.

სიაში არიან პრემიერმინისტრი, მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები, პარლამენტის ყველა დეპუტატი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი, ასევე, 42 მოსამართლე საერთო სასამართლოებიდან, 4 მოსამართლე საკონსტიტუციო სასამართლოდან. ასევე, კომუნიკაციებისა და ენერგეტიკის მარეგულიებელი კომისიის ხელმძღვანელები და ზოგიერთი წევრი.

  • სრული სია ნახეთ უწყების მიერ გამოქვეყნებულ ოქმში

ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” განცხადებით, შესამოწმებელი დეკლარაციები საჯარო სამსახურის ბიუროს ფარგლებში სპეციალურმა დამოუკიდებელმა კომისიამ შეარჩია, რომლის შექმნის კოორდინაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” ითავა.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი:

  • თანამდებობის პირების მიერ ქონების, ფინანსებისა და კავშირების დეკლარირების სისტემა კორუფციის პრევენციის და გამოვლენის ერთ-ერთი საბაზისო მექანიზმია.

  • დეკლარაციების შემრჩევი კომისია წლების განმავლობაში ვერ იქმნებოდა (2018-22 წლებში მხოლოდ ერთხელ – 2019-ში შეიქმნა), რის გამოც ამ წლებში კანონით გათვალისწინებულზე ორჯერ ნაკლები დეკლარაცია შემოწმდა (მაგ: 600-ის ნაცვლად – 300).