თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ მოხალისეები მერიის მხარდაჭერით გუშინ და გუშინწინ 600-მდე ოჯახსა და მოხუცს დაეხმარნენ.
თბილისის მერმა ამის შესახებ ბრიფინგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მასთან ერთად არიან ახალგაზრდები, მოხალისეები, რომლებმაც ფეიბუქში შექმნეს საინიციატივო ჯგუფი – „დავეხმაროთ მოხუცებს“.
„მინდა, მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის. ამ ახალგაზრდებმა შექმნეს საინიციატივო ჯგუფი და ბოლო დღეებში საოცარი აქტიურობა იყო. 600-მდე ოჯახს, მოხუცს დავეხმარეთ გუშინ და გუშინწინ“, – განაცხადა კახა კალაძემ.