ორ ახალ პაციენტს საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია აქვს - ჰოსპიტლის დირექტორი

პუბლიკა

კორონავირუსით ინფიცირებული 3 ახალი პაციენტიდან 2 გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს.  ორივე პაციენტს საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.

თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორის, დავით ბარლიანის თქმით, პირველი პაციენტი არის იუნკერი. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ძირითადად აქვს დაბალი ტემპერატული რეაქცია, იმყოფება ბოქსირებულ პალატაში.

მეორე პაციენტი კი არის ახალგაზრდა ქალი, საქართველოს მოქალაქე.

„მასთან კლინიკური სიმპტომატიკა გამოხარტულია უფრო ცხელებით, მასაც აქვს საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია და აერპორტიდან პირდაპირ მოხვდა ჩვენთან. სოციალური დისტანცია ორივესთან დაცულია”, – აცხადებს ბარლიანი.

დღეს დილით კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში მათი რიცხვი 47-ს შეადგენს.

3 ახალი შემთხვევიდან 1 ინფექციურ საავადმყოფოში წევს. მისი  შემთხვევა კი უკავშირდება ესპანეთს.