იანვარში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი საქართველოში რუსეთიდან შემოვიდა

პუბლიკა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით და სტატისტიკით, ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი 2024 წლის იანვარში რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა.

იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 263.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 40.8%-ით ნაკლებია 2023 წლის იანვრის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

სიაში რუსეთის შემდეგ მოდის იტალია, ამერიკა, საბერძნეთი, ისრაელი.

 

საქართველოდან კი საზღვარგარეთ 2024 წლის იანვარში 25.9 მლნ. აშშ დოლარი გაიგზავნა.