სახელმწიფო ღალატის ბრალდებით, რუსეთში ორმაგი მოქალაქეობის მქონე ქალი დააკავეს – როგორც სამთავრობო მედია – TASS წერს, ქალს აქვს აშშ-ის მოქალაქეობაც და ლოს-ანჯელესში ცხოვრობდა.
რუსეთის უშიშროების სამსახურის ცნობით, დაკავებულს ბრალად ედება „უცხო ქვეყნისთვის ფინანსური დახმარების გაწევა“. მათი მტკიცებით, 33 წლის ქალი უკრაინული ორგანიზაციებისთვის ფულს აგროვებდა, ხოლო თანხა უკრაინული არმიისთვის სამედიცინო დახმარების, სხვადასხვა აღჭურვილობისა და იარაღის შესაძენად გამოიყენებოდა.
სახელმწიფო მედიის განცხადებით, „დამატებით, ის აშშ-ში კიევის რეჟიმის მხარდასაჭერად გამართულ აქციებშიც მონაწილეობდა“. მომხდარზე აშშ-ის ოფიციალურ უწყებებს განცხადება არ გაუკეთებიათ.