მარკეტში უნდა დაწესდეს, რომ დახურულ ტერიტორიაზე 10 ადამიანზე მეტი არ იყოს - გახარია

პუბლიკა

მარკეტში უნდა დაწესდეს სპეციალური ზომები, რომლებიც მარკეტის ფლობელებს დაავალდებულებს, რომ დახურულ ტერიტორიაზე 10 ადამიანზე მეტი არ უნდა იყოს” , – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვეულებრივად უნდა ვნახოთ საუკეთესო პრაქტიკები – ადამიანები რიგში დგანან 2 მეტრამდე უსაფრთხო დისტანციით. ეს ჩვენი მოქალაქეების თვითორგანიზებისა და ბიზნესის პასუხისმგებლობის ნაწილია“, – განაცხადა გახარიამ.

საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის ერთი თვით გაგრძელება იგეგმება.