კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 49 გახდა

პუბლიკა

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 49-მდე გაიზარდა. დღეს ქვეყანაში 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას ცნობით, ეს შემთხვევა დაფიქსირდა აჭარაში. ჯამში აჭარაში კორონავირუსის ინფექციით 3 პაციენტია. მისი ისტორიის შესახებ ეზუგბაიასთვის ამ ეტაზე ცნობილი არაა.

STOPCOV.GE-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმში – 1 966, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 259 ადამიანია.


დღეს, 21 მარტს საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საგანგებო მდგომარეობა ერთი თვით მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა გაგრძელდეს.