რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა რუმინეთს უმასპინძლა 43:5 დაამარცხა.
თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ მატჩში მასპინძლებმა მეტოქეს შვიდი ლელო გაუტანეს და მხოლოდ ერთი გაუშვეს.
ფინალი 17 მარტს გაიმართება. საქართველოს ნაკრების მეტოქე მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში გამოვლინდება, რომელშიც პორტუგალიის ნაკრები ესპანეთს უმასპინძლებს.