რუსეთმა უკრაინაზე კიდევ ერთი მასირებული შეტევა მიიტანა

პუბლიკა

უკრაინული მედიის ცნობით, 2 მარტს ოდესაში რუსული დრონებით შეტევამ 12 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი იმსხვერპლა.

შეტევის დროს განადგურდა 18 სართულიანი საცხოვრებელი სახლი. ნანგრევებში მოყვნენ ადამიანები, მათ შორის ერთი ბავშვი.

ცნობილია, რომ ქალაქ ოდესის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

„ეს არის ენით აღუწერელი და საშინელი ტრაგედია ოდესისა და მთლიანი უკრაინისთვის“, – წერს ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კიპერი თავის ტელეგრამ არხზე.

გარდა ოდესისა, 2 მარტს რუსული დრონებით თავდასხმა მოხდა ხარკოვში, მიკოლაივში, ზაპოროჟიეში, დნეპროპეტროვსკისა და სუმის ოლქებში.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, საჰაერო ძალების ცნობით, ჩამოგდებულია შაჰედის ტიპის 14 რუსული დრონი.

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, მათ ჩამოაგდეს გამანადგურებელი სუ-34 ტიპის ბომბდამშენი.