ცოლის არასრულწლოვანი დისშვილის სექსუალური შევიწროების ბრალდებით ბათუმში კაცი დააკავეს. ინფორმაცია „პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
კაცს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.
ბრალდება წარედგინა არასრულწლოვანის დეიდასაც. „პუბლიკის” ინფორმაციით, მას ძალადობას ედავებიან.