ფეხბურთის მატჩის გამო ავტობუსები 02:00 საათამდე იმოძრავებს | სია

პუბლიკა

საქართველო-საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის 26 მარტს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩის გამო მეტროსა და ავტობუსების გარკვეული მარშრუტების მუშაობის დრო გახანგრძლივდება.

თბილისის მერიის ცნობით, მეტრო მუშაობას 00:00-ის ნაცვლად, 27 მარტის 02:00 საათზე დაასრულებს და როგორც „დინამო არენაზე“, ისე პირველი რესპუბლიკის მოედანზე მისულ გულშემატკივრებს მოემსახურება.

გარდა ამისა, 26 მარტის 22:00 საათიდან 27 მარტის 02:00 საათამდე იმოძრავებენ შემდეგი ავტობუსები:

  • N301;
  • N306;
  • N308;
  • N310;
  • N311;
  • N314;
  • N315;
  • N320;
  • N326;
  • N327;
  • N331;
  • N337;
  • N342;
  • N345;
  • N352;
  • N358;
  • N359;
  • N364;
  • N378;
  • N381;
  • N384;
  • N386;
  • N388;
  • N391;
  • N397.

მატჩის პარალელურად, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის დიდი ეკრანი განთავსდება – შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება, ხოლო პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოწყობილ ზონაში მისვლა გულშემატკივარს 19:00 საათიდან შეეძლება.