იაშვილის კლინიკაში ამბობენ, რომ აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებში 3-თვიანი მკურნალობის შედეგად, 4 ბავშვის შემთხვევაში დაფიქსირდა სიმაღლეში 1-დან 3 სანტიმეტრამდე ზრდა.
6 ბავშვი მედიკამენტ „ვოსორიდიტით“ იაშვილის კლინიკაში 15 ნოემბრიდან გადის მკურნალობას. პირველ ნაკადში მოხვდა 6 ბავშვი, გუშინ კი კლინიკამ ახალ ნაკადში 5 ბავშვი დაიმატა.
იაშვილის კლინიკაში ინიექციებს ჯამში 11 ბავშვი იღებს.
„პირველ ნაკადში მედიკამენტის ეფექტურობა შევაფასეთ მკურნალობის დაწყებიდან 3 თვის ვადაში. 15 ნოემბერს დავიწყეთ ინიექციები და 15 თებერვალს გავაკეთეთ შეფასება, რომლის საფუძველზეც, 4 ბავშვთან 3 თვის განმავლობაში მივიღეთ 1 სმ და 4მმ, 1 სმ და 8 მმ-იანი ზრდა, ასევე 3 და 2 სმ-იანი ზრდა. ძალიან ეფექტური იყო. ყოველ სამ თვეში ვაკეთებთ შეფასებას. ფაქტია, რომ მედიკამენტს აქვს ეფექტი და გამოხატული იყო პირველ სამ თვეში, ვნახოთ რა იქნება მომავალში. ინდივიდუალურია, შენარჩუნდება თუ არა ეს ტემპი“,- უთხრეს კლინიკაში Ipn-ს.