თურქეთში Covid 19-ის თემაზე მუშაობის გამო 7 ჟურნალისტი დააკავეს - RSF

პუბლიკა

თურქეთში დააკავეს 7 ჟურნალისტი,  რომლებიც კორონავირუსზე მუშაობდნენ. ინფორმაციას ორგანიზაცია RSF („რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“) ავრცელებს.

მათი თქმით, ჟურნალისტები დაკავებული არიან „პანიკის გავრცელების“ ბრალდებით.

“ადგილობრივ ჟურნალისტებს ეკრძალებათ  Covid 19-ის შემთხვევების გამოაშკარავება და მათ ამ საკითხებზე მუშაობისას  შეზღუდული აქვთ გადამოწმების შესაძლებლობაც“, – წერს ორგანიზაცია.

თურქეთში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსული ინფექციის 1236 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილია 30 ადამიანი.