„მარნეულის რადიოს” ინფორმაციით, დღეს მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა მარნეულის ქუჩები აკურთხეს.
„მარნეულის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის მანქანიდან სასულიერი პირებმა ნაკურთხი წყალი ქუჩებში მოასხურეს. კურთხევის რიტუალი კორონავირუსის პრევენციას უკავშირდება”, – წერს ადგილობრივი გამოცემა.
მუნიციპალიტეტში მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა მუსლიმია.
კორონავირუსთან დაკავშირებით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მარნეულსა და ბოლნისში კი საკარანტინო რეჟიმი დაწესდა.