ირაკლი კობახიძე: თბილისში აშენდება ახალი საერთაშორისო აეროპორტი

პუბლიკა

ირაკლი კობახიძის თქმით, თბილისში, ვაზიანში ახალი საერთაშორისო აეროპორტი აშენდება.

პრემიერ-მინისტრის თქმით, 6 აპრილს გაიმართა ეკონომიკური საბჭოს სხდომა და აღნიშნული გადაწყვეტილება სწორედ ამ სხდომაზე იქნა მიღებული.

„დღევანდელი აეროპორტის გამტარუნარიანობა არის დაახლოებით 4,5 მილიონი მგზავრი. იცით, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დადებითი დინამიკა ტურიზმის სფეროში. მომავალშიც მოსალოდნელია ვიზიტორთა რაოდენობის სწრაფი და თანმიმდევრული ზრდა, რასაც ფეხი უნდა აუწყოს ინფრასტრუქტურამ”, – თქვა კობახიძემ.

მისი თქმით, არსებული აეროპორტის გაფართოების ხარჯი იყო 900 მილიონი დოლარი, ახალი აშენების ფასი – 1 მილიარდ 260 მილიონი დოლარი.

ასევე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ გაფართოებით შესაძლებელი იქნებოდა მგზავრთნაკადის 15 მილიონამდე გაზრდა, ახალი აეროპორტი – 19 მილიონ მგზავრის გატარებას შეძლებს.

„მომავალ წელს დასრულდება პროექტირება, ტენდერის პროცედურები და ამის შემდეგ, რამდენიმე წელიწადში თბილისს ექნება სრულიად ახალი, ულტრათანამედროვე აეროპორტი”, – თქვა მან.