პარლამენტში ჟურნალისტების შესვლის აღკვეთა ECPMF-მა მედიის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში შეიყვანა

პუბლიკა

პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი (ECPMF) თბილისში 8 აპრილს პარლამენტში ჟურნალისტების დაბლოკვის შესახებ წერს. რუსული კანონის განხილვისას ჟურნალისტების ნაწილი საკანონმდებლო ორგანოს შენობაში არ შეუშვეს, რაც საერთაშორისო ორგანიზაციამ მედიის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს შორის შეყვანა.

ECPMF ქართველ ჟურნალისტებზე დაყრდნობით წერს, რომ შესაბამისი საშვებისა და აკრედიტაციის მიუხედავად, პარლამენტის პრესსამსახურმა მათ ყოველგვარი ახსნის გარეშე უთხრა უარი შენობაში შესვლასა და იქ მუშაობაზე.

საერთაშორისო ორგანიზაცია „პუბლიკის“ რედაქტორის, ლიკა ზაკაშვილის კომენტარს ციტირებს, რომ იმ მომენტში პარლამენტში განიხილებოდა „რუსული კანონი“, რომელიც მათ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს და გავლენას მოახდენს ქვეყნის მომავალზე.

ECPMF ასევე წერს, მედიაომბუდსმენისა და მედიაკოალიციის მოწოდებებზე, რომ ჟურნალისტებს თავისუფლად მუშაობის საშუალება მიეცეთ და არ დაირღვეს მათი უფლებები.