ზურაბიშვილი: არ არსებობს დაბრკოლება, რომელსაც ხალხის ნება ვერ მოერევა არჩევნების გზით

პუბლიკა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა France 24-ის ეთერში რომ რუსული კანონი „დაბრლოკებაა ევროკავშირის გზაზე, თუმცა, არ არსებობს დაბრკოლება, რომელსაც ხალხის ნება ვერ მოერევა არჩევნების გზით”.

„საქართველოს მოსახლეობის 80% მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მომავალს, ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას. ეს ასეა ბოლო 30 წელია. ვინც მიდის ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ, ის გამოხატავს არა საქართველოს ნებას, არა საქართველოს დამოუკიდებლობას, არამედ რაღაც სხვას. როცა ინიციირებული კანონი არის კოპია იმ კანონისა, რომელიც პუტინის რუსეთში მიიღეს და ჩვენ ვხედავთ შედეგებს – რუსეთში არ არის ოპოზიცია, არ არის არასამთავრობო ორგანიზაციები და ყველაფერი კონტროლდება – ეს არის მომავალი, რომლის მისაღებადაც საქართველოს მოსახლეობა მზად არის”. – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

მან ასევე განაცხადა ხაზი გაუსვა, რომ რუსულ კანონს მხოლოდ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები უჭერენ მხარს, მაშინ, როცა საქართველოს ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები მას ეწინააღმდეგებიან.

„ყველაფერი ნათელია. […] რუსული კანონი დაბრკოლებაა EU-ის გზაზე. მაგრამ 26 ოქტომბერს არჩევნებია. […] არ არსებობს დაბრკოლება, რომელსაც ხალხის ნება ვერ მოერევა არჩევნების გზით”. – თქვა მან.

დღეს, 17 აპრილს „ქართული ოცნების“ და „ხალხის ძალის“ 82-მა დეპუტატმა და „ევროპელი სოციალისტების“ ერთმა დეპუტატმა I მოსმენით მხარი დაუჭირა რუსულ კანონს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიების უცხოური ინტერესების სუბიექტებად დარეგისტრირებას ითვალისწინებს. მმართველმა გუნდმა ეს მაინც გააკეთა, მიუხედავად მოქალაქეების პროტესტის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების და დასავლური ქვეყნების ლიდერების კრიტიკის პარალელურად.

ანალოგიური რეპრესიული კანონი არსებობს რუსეთშიც. სწორედ მის საფუძველზე დევნიან იქ თავისუფალი აზრის მქონე ორგანიზაციებს და ადამიანებს.

საქართველოში რუსული კანონის საპარლამენტო მოსმენების პარალელურად მიმდინარეობს საპროტესტო აქციები. 15 და 16 აპრილის ღამეს ხელისუფლებამ მოქალაქეების წინააღმდეგ სპეცრაზმი გამოიყვანა. 16 აპრილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ მოქალაქეებს და ჟურნალისტებს. რამდენიმე მათგანი მოტეხილობებით საავადმყოფოშიც მოათავსეს.