ერთი მხრივ ქართველი ხალხია, მეორე მხრივ - 83 დეპუტატი. ხალხი ყოველთვის იმარჯვებს! - ზურაბიშვილი

პუბლიკა

„ხალხი ყოველთვის იმარჯვებს!“,- წერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტვიტერზე.

„რუსული კანონის მიღების წინააღმდეგ ღირსეული პროტესტის მესამე ღამე! ერთი მხრივ ქართველი ხალხია, მეორე მხრივ – 83 დეპუტატი, რომელმაც ხმა მისცა ჩვენი ევროპული მომავლის წინააღდეგ. ხალხი ყოველთვის იმარჯვებს!“,- წერს პრეზიდენტი.

დღეს რუსული კანონი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.

კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა. რეგისტრაცია 83-მა დეპუტატმა გაიარა. დარბაზში არ იყო ოპოზიცია.

კენჭისყრის შედეგების მიხედვით, კანონპროექტს მხარი „ქართული ოცნების“ და „ხალხის ძალის“ 82-მა დეპუტატმა და „ევროპელი სოციალისტების“ ერთმა დეპუტატმა დაუჭირა.