პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ორგანიზატორების მიერ რუსული კანონის გასაწვევად „ქართული ოცნებისთვის” მიცემული ერთი საათი გავიდა.
ორგანიზატორების განცხადებით, აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან გაგრძელდება – ისინი პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას მოითხოვენ.
„ჩვენ გვინდა შემოგთავაზოთ, რომ ახლა, ჩვენთან ერთად, მშიდობიანად, მშვიდად, წყნარად, წავიდეთ სახელმწიფო კანცელარიასთან და მოვითხოვოთ, რომ გამოვიდეს პრემიერ-მინისტრი და დაგველაპარაკოს”, – განაცხადეს აქციაზე.