ივანიშვილს სამეგრელოდან დენდროლოგიური პარკისთვის ხეები გადააქვს - „მთავარი არხი“

პუბლიკა

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილს სამეგრელოდან ხეები შეკვეთილის დენდროლოგიური პარკისთვის გადააქვს.

ტელეკომპანიის ეთერში გასული სიუჟეტის მიხედვით, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ  გურიფულაში გამზადებულია 4 გიგანტური ჭადარი, რის წასაღებადაც სოფლიდან ზღვის სანაპირომდე გზა გაიყვანეს. ინფორმაციას „მთავართან“ ადასტურებენ ადგილობრივებიც.

„ჩემი აზრით არ იყო საჭირო ახლა წაღება. მერე წაეღო. გააჩნია მომენტსაც, ახლა ხე კი არა, ავადმყოფობაა ისეთი…“, – ამბობს ადგილობრივი „მთავართან“.

„პუბლიკა“ ცდილობს დაუკავშირდეს  ხობის მუნიციპალიტეტის მერიასა და კომპანია „ზიმოს“, რომელსაც დენდროლოგიური პარკისთვის ხეები გადააქვს.


კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 21 მარტიდან საქართველოში ერთი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. რის გამოც დადგინდა მთელი რიგი შეზღუდვები.  

23 მარტიდან კი მარნეული და ბოლნისი საკარანტინო ზონად გამოცხადდა.