ტელეკომპანია „ფორმულას" ინფორმაციით, მათ ჟურნალისტს მეტროში თავს დაესხნენ

პუბლიკა

ტელეკომპანია „ფორმულას” ინფორმაციით, მათ ჟურნალისტს, ია სართანიას მეტროში თავს დაესხნენ.

ჟურნალისტი ამბობს, რომ კაცი მას ფიზიკურად რამდენჯერმე შეეხო, ჰკრა ხელი, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და აგინებდა.

ჟურნალისტის თქმით, კაცი ტატუებზე მიუთითებდა და მას ჰომოფობიურ ლექსიკით მიმართავდა.

ია სართანია ამბობს, რომ ეკეთა ჩანთა, რომელზეც არხის ლოგოა გამოსახული.

„პუბლიკას” შსს-ში უთხრეს, რომ საქმეზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყეს.