რობერტ გილქრისტი: აშშ კვლავ შეშფოთებულია „უცხოეთის აგენტების" კანონპროექტთან დაკავშირებით

პუბლიკა

აშშ-ის დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის ბიუროს  წარმომადგენელი, რობერტ გილქრისტი ამბობს, რომ შეერთებული შტატები კვლავ შეშფოთებულია „უცხოეთის აგენტების” კანონპროექტთან დაკავშირებით.

„უცხოეთის აგენტების” კანონთან დაკავშირებით აშშ რჩება ღრმად შეშფოთებული, რომ თუ ის ძალაში შევა, ის დააზიანებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და საქართველოს გადაიყვანს მისი ევროპული გზიდან.

ჩვენ ასევე შეშფოთებული ვართ, რომ თუ ეს კანონი ამოქმედდება, ის დააზიანებს დამოუკიდებელ მედიას, რომლებიც ცდილობენ, მოქალაქეებს მაღალი დონის ინფორმაცია მიაწოდონ”, – განაცხადა რობერტ გილქრისტიმ.