„საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა" - პაპუაშვილი

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი კვლავ ამტკიცებს, რომ დასავლური დაფინანსება გაუმჭვირვალეა და ამჯერად მაგალითად ევროკავშირი მოჰყავს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა და თქვა, რომ „ევროკავშირის დაფინანსებაც არის გაუმჭვირვალე”.

„ეს შეიძლება არ შედიოდეს სხვების ინტერესებში, განსაკუთრებით მათ ინტერესებში, ვისი ფინანსებიც საქართველოში შემოდის გაუმჭვირვალედ. სამწუხაროდ, ევროკავშირის დაფინანსებაც არის საქართველოში გაუმჭვირვალე. ჩვენ ვიცით მაგალითებიც, მაგალითად, ევროპის დემოკრატიის ფონდის, რომელიც მალავს თავის დაფინანსებას საქართველოში, რაც არის სწორედ საწინააღმდეგო ევროპული ღირებულებებისა.

სამწუხაროდ, ერთი წლის განმავლობაში მე პირადად ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურასთან კომუნიკაციით ვცდილობდი, რომ დამერწმუნებინა ევროკავშირის წარმომადგენლები თავად, რომ ევროპული ღირებულებებისგან გადახვევით ფარულად დაფინანსება რადიკალური ჯგუფებისა და პოლიტიკური პარტიებისა, არის არასწორი საქციელი, სამწუხაროდ, ვერ შევძელი, ამიტომაც გვიწევს კანონის მიღება”, – განაცხადა პაპუაშვილმა.